Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ადამი, შეთი, ენოში,
2კენანი, მაჰალალეელი, იარედი,
3ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,
4ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.
5იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.
6გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
7იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი.
8ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
9ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
10ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
11მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი,
12ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
13ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი.
14იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი,
15ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი,
16არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.
17სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.
18არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
19ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი.
20იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი,
21ჰადორამი, უზალი, დიკლა,
22ყებალი, აბიმაელი, შება,
23ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან.
24სემი, არფაქშადი, შალახი,
25ყებერი, ფელეგი, რეყუ,
26სერუგი, ნახორი, თარახი,
27აბრამი, იგივე აბრაამი.
28აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.
29ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი,
30მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,
31იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.
32კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი.
33მიდიანის ძენი: ყეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან.
34აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.
35ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.
36ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი.
37რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.
38სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.
39ლოტანის ძენი: ნორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი.
40შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ყებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.
41ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი.
42ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
43აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
44მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე, ბოცრელი.
45მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის ქვეყნიდან.
46მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
47მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.
48მოკვდა სამლა და მის ნაცვლად საული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
49მოკვდა საული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანან ყაქბორის ძე გამეფდა.
50მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰატაბელი, ასული მატრედისა, ასული მიეზაჰაბისა.
51მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი ითეთი,
52მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,
53მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,
54მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.
Next