თავი - 27
Previous1ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
2პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
3იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
4მეორე თვის დასზე იყო დოდა ახოხელი; მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მათ დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
5მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
6ეს ბენიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
7მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
8მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუი იზრახელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
9მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირია ყიკეშის ძე, თეკოყელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
10მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
11მერვე თვეში მერვე იყო სიბქა ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
12მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი აყო.
13მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარბიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
14მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
15მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყანთიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
16ისრაელის შტოებზე: რეუბენიანთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე, სიმონელებისა - შეფატიაჰუ მაყაქას ძე.
17ლევიანებისა - ხაშაბია კემუელის ძე, აარონისა - ცადოკი.
18იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი. ისაქარისა - ყომრი მიქაელის ძე.
19ზებულუნისა - იშმაყიაჰუ ყობადიაჰუს ძე. ნაფთალისა - იერიმოთ ყაზარიელის ძე.
20ეფრემიანთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე. მენაშეს ტომის ნახევრისა - იოელ ფედიაჰუს ძე.
21მენაშეს ტომის ნახევრისა - იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე.
22დანისა - ყაზარიელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი.
23ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
24იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა.
25სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე, ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო - იონათან ყუზიელის ძე.
26მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზერ ქელუბის ძე.
27ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.
28ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში.
29ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა, შიტრაი შარონელი. ნახირზე ხეობებში - შაფატ ყადლის ძე.
30აქლემებზე - ობილ ისმაელიანი. სახედრებზე - იეხდიაჰუ მერონოთელი.
31ცხვარზე - იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ.
32იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
33ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
34ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.
Next