თავი - 26
Previous1კარისმცველთა დასები. კორხიელთაგან: მეშელემიაჰუ კორეხის ძე - ასაფის ძეთაგან.
2მეშელემიაჰუს ძენი: ზექარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე,
3ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე.
4ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე.
5ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.
6მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
7შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ.
8ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.
9მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა.
10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
11ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა.
12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
13ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
14აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა.
15ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო.
16შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.
17აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი.
18ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან კი - ორნი.
19აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები.
20ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა.
21ლაყდანის ძენი, გერშუნელთა ძენი ლაყდანისგან, მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშუნელისგან: იეხიელი.
22იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ.
23ყამრამელებისგან, იცჰარელებისგან, ხებრონელებისგან და ყაზიელებისგან იყო:
24შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, რომელიც საგანძურის ზედამხედველი იყო.
25მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი.
26ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.
27ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.
28ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო.
29იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.
30ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.
31ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.
32მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.
Next