თავი - 20
Previous1წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონიანთა ქვეყანა, მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია.
2დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
3გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
4ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ.
5კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
6კვლავ ატყდა ომი გეთში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
7დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან მიმყას ძემ - დავითის ძმისწულმა.
8რაფას გათში ესენი შეეძინნენ და ყველანი დავითისა და მისი მორჩილთა ხელით დაეცნენ.
Next