თავი - 14
Previous1გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.
2მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.
3კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
4აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი,
5იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი,
6ნოგაჰი, გეფეგი, იაფიაყი,
7ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფალეტი.
8შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინაშე.
9მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
10დავითი ღმერთს დაეკითხა: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში? მიუგო მას უფალმა: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
11ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში და იქ სძლია დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემივე ხელით, როგორც წყალი წალეკავს ხოლმე. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
12იქ მიატოვეს მათ თავიანთი კერპები; დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.
13კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე გაიშალნენ.
14კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. მიუგო ღმერთმა: უკან ნუ გაეკიდები, გარს მოუარე და თუთების მხრიდან მიადექი.
15როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსვრელად.
16ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.
17დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხს.
Next