თავი - 5
Previous1ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
2მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
3ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
4შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
5სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
6იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.
7იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
8სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
9იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.
10იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
11სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
12იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.
13იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.
14სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
15იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.
16იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
17სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
18იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
20სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
21იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
23სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.
24დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
25იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.
26იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
27სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
28იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე.
29უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.
30იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
31სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.
32ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.
Next