თავი - 46
Previous1გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
2უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
3უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
5აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.
6წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
7თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.
8აჰა, ისრაელიანთა სახელები, რომელნიც ეგვიპტეში ჩავიდნენ: იაკობი და მისი ძენი; იაკობის პირმშო რეუბენი.
9რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული - ქანაანელი დედაკაცის შვილი.
11ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
12იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფარეცი და ზარახი. ყური და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფარეცის ძენი იყვნენ ხეცრონი და ხამული.
13ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
14ზებულონის ძენი: სერედი, ელონი და იეხალიელი.
15ესენი არიან ლეას შვილები, რომელნიც უშვა მან იაკობს ფადან-არამში - და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ვაჟი და ასული.
16გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, უცბონი, ყეთი, აროდი და არიელი.
17აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი სერახი; ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
18ესენი არიან შვილები ზილფასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, ლეას, და უშვა მან იაკობს ისინი - თექვსმეტი სული.
19რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
20შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები, რომლებიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა: მენაშე და ეფრემი.
21ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
22ესენი არიან რახელის შვილები, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.
23დანის ძე: ხუშიმი.
24ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
25ესენი არიან შვილები ბილჰასი, რომელიც მისცა ლაბანმა თავის ასულს, რახელს, და უშვა ისინი იაკობს - სულ შვიდი სული.
26იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულნი, მისი საზარდულიდან გამოსულნი, იაკობის ძეთა ცოლების გარდა, სულ იყვნენ სამოცდაექვსი სული.
27და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.
28წინასწარ გაგზავნა იაკობმა იუდა იოსებთან, რომ იგი დახვედროდა მათ გოშენში, და წავიდნენ გოშენის მხარისკენ.
29აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და დაიძრა თავისი მამის, ისრაელის, შესახვედრად გოშენისკენ. იხილა იგი, ყელზე მოეჭდო და დიდხანს ტიროდა მის ყელზე გადაჭდობილი.
30უთხრა ისრაელმა იოსებს: თუნდაც მოვკვდე ახლა, რაკიღა ცოცხალს გხედავ.
31უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლს: წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამისსახლი, ქანაანის ქვეყანაში რომ იყვნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
32მეცხვარეები არიან-მეთქი, მესაქონლეები; ცხვარ-ძროხა და ყველაფერი, რაც კი ებადათ, წამოასხეს-მეთქი.
33როცა მოგიხმობთ ფარაონი და შეგეკითხებათ, რა საქმეს მისდევთო.
34უთხარით, მეჯოგე ხალხი გართ შენი მორჩილი სიყრმიდან დღემდე, ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც-თქო, რათა დაემკვიდროთ გოშენის მხარეში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე.
Next