თავი - 36
Previous1აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის:
2მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა,
3და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
4უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი.
5ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში.
6წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი, და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში.
7რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ.
8დასახლდა ესავი სეყირის მთაზე: ესავი იგივე ედომია.
9აჰა, მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე.
10ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა.
11ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი.
12ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
13რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
14ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი.
15აჰა, ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
16თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი; ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
17აჰა, ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა; ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა.
18აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
19ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი.
20აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა.
21დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში.
22ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი; ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი.
23აჰა, ძენი შობალისა: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
24აჰა, ძენი ციბყონისა: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის, ციბყონის, ვირებს მწყემსავდა.
25აჰა, ყანას ძენი: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
26აჰა, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი.
27აჰა, ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი.
28აჰა, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
29აჰა, ხორეელთა თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა.
30თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავ-თავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში.
31აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.
32მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა.
33მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
34მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
35მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი.
36მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან.
37მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, მდინარისპირა რეხობოთიდან.
38მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე.
39მოკვდა ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი; მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
40აჰა, ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი,
41თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
42თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბცარი,
43თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.
Next