თავი - 1
1წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან;
7სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია;
10ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი;
16ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე — თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე — თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე — თაობა თოთხმეტი.
18ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: დაწინდული იყო დედა მისი, მარიამი, იოსებზე და მათ შეუღლებამდე აღმოჩნდა იგი მუცლადღებული სულიწმიდისაგან;
19ხოლო იოსები, ქმარი მისი, მართალი იყო და არ უნდოდა გამხელა მისი, განიზრახა ფარულად გაშვება მისი.
20და როდესაც ამას ფიქრობდა, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა მას და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისაო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან მასში დაბადებული სულიწმიდისაგან არის.
21შობს ძეს და უწოდებ მის სახელს, იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ერს მისი ცოდვებისგან.
22ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მის სახელს, ემანუელს, რაც ითარგმნება: ჩვენთან არის ღმერთი (ეს.7,14)
24და გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა მას უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25და არ იცოდა იგი, ვიდრე არ შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
Next