Eleos

Contents

ფსალმუნი - 115

Previous
1მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.
2და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს.
3რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?
4სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.
5ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.
6პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
7ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა;
8განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო.
9ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა
10ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ!
Next