ფსალმუნი - 114
Previous1შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.
2მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას.
3გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე.
4და სახელსა უფლისასა ვხადე:
5ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ.
6დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.
7მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ,
8რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან.
9სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება
Next