Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო.
2მათ სამკვიდროში შედიოდა: ბეერ-შება, შებაყი და მოლადა;
3ხაცარ-შუყალი, ბალა და ყაცემი;
4ელთოლადი, ბეთული და ხორმა;
5ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი და ხაცარ-სუსა;
6ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - ცამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
7ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი დაბებითურთ,
8და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალათ-ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
9იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო.
10მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით; სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი.
11მიდის საზღვარი ზღვისკენ და მარღალისკენ და ეკვრის დაბაშეთს, აგრეთვე ხევს, იაკნეყამის გასწვრივ რომ არის.
12ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს.
13იქიდან კვლავ აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გაუვლის გეთს, ხეფერს და ყითა-კაცინს, და მიდის რიმონისკენ, მეთოარისკენ და ნეყასკენ.
14უხვევს საზღვარი ჩრდილოეთით ხანათონისკენ და წყდება იფთახელის ველზე.
15კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდეალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
16ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
17ისაქარს ხვდა მეოთხე წილი, ისაქარიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
18მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი,
19ხაფარაიმი, შიონი და ანახარათი;
20რაბოთი, კიშიონი და აბეცი;
21რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
22ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
23ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
24ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
25მათი საზღვარი იყო ხელკათი, ხალი, ბეტენი და აქშაფი;
26ალამელექი, ყამყატი და მიშალი. ეკვრის ქარმელს დასავლეთის მხრიდან და შიხორ-ლიბნათს.
27უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშეკთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ.
28ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე.
29ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
30ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
31ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
32ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
33მათი საზღვარია ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხნარიდან ადამი-ნეკების და იაბნიელის გავლით ლაკუმამდე და წყდება იორდანესთან.
34უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით.
35ციხე-ქალაქებია: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი და ქინარეთი;
36ადამა, რამა და ხაცორი,
37კედეში, ედრეი და ყენ-ხაცორი,
38ირეონი, მიგლად-ედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
39ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
40დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მეშვიდე წილი.
41მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ყორყა, ეშთაოლი და ყირშემეში,
42შაყალაბონი, აიალთნი და ითლა,
43ელონი, თიმნათა და ყეკრონი,
44ელთეკე, გიბთონი და ბაყალა,
45იჰუდი, ბარაკიანები და გათ-რიმონი;
46იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად.
47გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.
48ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
49დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
50უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ.
51ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
Next