თავი - 17
Previous1ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და
2ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს - ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
3არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
4ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის.
5შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის.
6რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ.
7მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ.
8თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან - ეფრემიანებს.
9ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება.
10სამხრეთი ეფრემისაა, ჩრდილოეთი მენაშესი; ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს.
11ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე.
12ვერ დაისაკუთრეს მენაშეანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები.
13როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, აყრით კი არ აუყრიათ.
14ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
15უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
16თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ.
17ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს.
18მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან.
Next