თავი - 16
Previous1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
2ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.
3ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
4ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა.
5ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე.
6მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხვევს საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით.
7ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე, სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე.
8თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
9მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ.
10არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.
Next