Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად.
2უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
3იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.
4მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.
5თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა.
6გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:
7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.
8ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს!
9რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
10იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.
Next