თავი - 10
Previous1შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში.
2რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის მას ბრძოლაში.
4მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად.
5იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახივით გამთელავნი ბრძოლაში; იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ.
6გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს; დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალე ისინი; და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვვბინოს, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი.
7გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს ღვინისაგან; დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში.
8დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი; და ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ.
9მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვვყნებში გამიხსენებენ; იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან.
10დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ; გალაადის ქვეყანაში და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყიაფათ.
11გადაუვლის ბობოქარ ზღვას და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს, ამთშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს.
12გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი.
Next