თავი - 1
Previous1ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
2იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
3სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.
4დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
5მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
6ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
7კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.
8მოვარდნილი ნიაღვარივით წალეკავს მის ადგილს და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
9რა განუზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
10რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
11შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.
12ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
13ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადევს, და დავწყვეტ შენს ბორკილებს.
14ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ მოშენდება შენი სახელი; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.
Next