Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.
2შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა!
3მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება
4მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად.
5დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური?
6რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.
7რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.
8ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.
9აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.
10თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.
11რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები.
12დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.
13მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.
14დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
Next