თავი - 14
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.
3გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული,
4მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.
5დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე.
6აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში.
7შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
8განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.
9მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
10მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს.
11დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
12აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე.
13დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.
14აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
15აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.
16ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.
17დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.
18დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე.
19შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს.
20აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი.
21თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,
22ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.
23მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
24აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.
25დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
26ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე.
27ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.
28სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.
29ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე.
30გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.
31ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე.
32ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება.
33ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
34როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში,
35მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში.
36მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად.
37დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,
38მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს.
39მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე,
40მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს.
41სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ.
42აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი.
43თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს,
44მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.
45უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.
46თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
47ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს; ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს.
48თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია.
49აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორ ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაფს და უსუპს.
50დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან,
51აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაფს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და შვიდგზის ასხურებს სახლს.
52გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით,
53გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება.
54ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,
55ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა,
56სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა,
57იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.
Next