თავი - 6
Previous1სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
2თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.
3მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის.
4მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
5მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული.
6კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის.
7ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
8სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
9ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
10ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
11ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.
Next