Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
2ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?
4ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
5გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
6ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
7აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
8თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო.
9ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
10სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.
Next