Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
2რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?
3ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს.
4არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.
5თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.
6მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;
7შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
9გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
10ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
11მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.
12მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.
13ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით;
14სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური.
15ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს.
16იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის:
17ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს.
18გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება.
19ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს.
20ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის.
21მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი.
22ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.
23მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის.
24მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს.
25ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.
26პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.
27თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
28დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.
29მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.
30მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.
31მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.
Next