Eleos

Contents

ფსალმუნი - 98

Previous
1უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
2უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე.
3განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
4და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
5აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
7ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
8უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.
9აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
Next