Eleos

Contents

ფსალმუნი - 97

Previous
1ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
2განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
5უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
6რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
8მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
9უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
Next