Eleos

Contents

ფსალმუნი - 86

Previous
1კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
3ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
4გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
5სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
6უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
7მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
Next