ფსალმუნი - 74
Previous1გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, რადგან ახლოა შენი სახელი; ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.
3როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
4ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.
5ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,
6ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
7რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.
8ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
9რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
10ხოლო მე ვიტყვი ყოველ ჟამს, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.
11ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.
Next