Eleos

Contents

ფსალმუნი - 66

Previous
1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა.
2ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
3რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
4გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
5გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
6გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
7მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
8გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.
Next