Eleos

Contents

ფსალმუნი - 47

Previous
1ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა.
2დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
3ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
4ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
5რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
6ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
7ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.
8აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
9როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.
10ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
11ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
12დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;
13ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
14გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
15რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.
Next