Eleos

Contents

ფსალმუნი - 22

Previous
1საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.
6ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
Next