Eleos

Contents

ფსალმუნი - 140

Previous
1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
3დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.
4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
6დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.
8რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.
9დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.
Next