ფსალმუნი - 139
Previous1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
2მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.
3რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
4მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
5დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
6გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
7ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
8უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.
9ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.
10თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
11დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
12ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
13ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
14ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
Next