Eleos

Contents

ფსალმუნი - 135

Previous
1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
3ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
5ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
6დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
7შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
8მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
9მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
10რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
11და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
12ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
13რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
14და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
15და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
16რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
17რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
18და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
19სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
20ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
21და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
22სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
23რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
24და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
26ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
Next