ფსალმუნი - 133
Previous1გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
2ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
3გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
Next