ფსალმუნი - 117
Previous1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
3იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
4იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
5სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
11გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
13დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
14ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
15ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
16უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
17არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
18დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
20ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
23უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
24ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
28ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
29ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
Next