ფსალმუნი - 114
Previous1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
8რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
9ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
Next