Eleos

Contents

ფსალმუნი - 107

Previous
1გალობა. ფსალმუნი დავითისა.
2მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.
3გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.
4გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
5რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
6ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
7რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
8ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
9ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
10მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
11ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
12ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
13მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
14ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
Next