თავი - 42
Previous1მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
2ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.
3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.
5ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.
6ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.
7მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები ობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.
9წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა მათ უფალმა. და შეიწყნარა უფალმა იობი.
10და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!
11მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პური მის სახლში; მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.
12უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.
13ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.
14ერთს სახელად დაარქვა იემიმა, მეორეს - კეციყა, მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
15არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
16იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.
17მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.
Next