თავი - 26
Previous1მიუგო იობმა და უთხრა:
2როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?
3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
4ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
8ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
9შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
10შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
11ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;
12თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;
13მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
14აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?
Next