Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,
2ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი:
3ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი,
4შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი,
5არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი,
6ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი,
7ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
8ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი,
9ზაქაიანები შვიდას სამოცი,
10ბანიანები ექვსას ორმოცდაორი,
11ბებაიანები ექვსას ოცდასამი,
12ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი,
13ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი,
14ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
15ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
16ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი,
17ბეცაიანები სამას ოცდასამი,
18იორაიანები ასთორმეტი,
19ხაშუმიანები ორას ოცდასამი,
20გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი,
21ბეთლემიანები ასოცდასამი,
22ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი,
23ყანათოთის ხალხი ასოცდარვა,
24ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი,
25კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი,
26რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი,
27მიქმასის ხალხი ასოცდაორი,
28ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი,
29ნებოელები ორმოცდათორმეტი,
30მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი,
31სხვა ყელამის მკვიდრნი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
32ხარიმიანები სამას ოცი,
33ლოდის, ხადიდის და ონოს ხალხი შვიდას ოცდახუთი,
34იერიხონელები სამას ორმოცდათხუთმეტი,
35სენაელები სამი ათას ექვსას ოცდაათი,
36მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი,
37იმერიანები ათას ორმოცდათორმეტი,
38ფაშხურიანები ათას ორას ორმოცდაშვიდი,
39ხარიმიანები ათას ჩვიდმეტი,
40ლევიანები: იესოიანები და კადმიელიანები ჰოდავიანთაგან სამოცდათოთხმეტი,
41მგალობელნი: ასაფიანები ასოცდარვა,
42კარისმცველთა მოდგმა: შალუმიანები, ატერიანები, ტალმონიანები, ყაკუბიანები, ხატიტაიანები, შობაიანები, სულ ასოცდაცხრამეტი,
43შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები,
44კეროსიანები, სიყაჰაიანები, ფადონიანები,
45ლებანიანები, ხაგაბაიანები, ყაკუბიანები,
46ხაგაბიანები, შამლაიანები, სანანიანები,
47გიდელიანები, გახარიანები, რეაიანები,
48რეცინიანები, ნეკოდაიანები, გაზამიანები,
49ყეზაიანები, ფასეახიანები, ბესაიანები,
50ასნაიანები, მეყუნიმიანები, ნეფუსიმიანები,
51ბაკბუკიანები, ხაკუფაიანები, ხარხურიანები,
52ბაცლუთიანები, მეხიდაიანები, ხარშაიანები,
53ბარკოსიანები, სისრაიანები, თამახიანები,
54ნეციახიანები, ხატიფაიანები,
55სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები,
56იაყალაიანები, დარკონიანები, გიდელიანები,
57შეფატიანები, ხატილიანები, ფოქერეთ-ჰაცებაიმიანები, ამიანები,
58შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
59აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი ისრაელიდან:
60დელაიანები, ტობიანები, ნეკოდაიანები - ექვსას ორმოცდათორმეტი;
61მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ.
62ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან.
63უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თურიმით.
64მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაათი ათას სამას სამოც კაცს,
65გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული.
66მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
67მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი,
68მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
69თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
70დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
Next