თავი - 17
Previous1მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.
2ჩააყენა ჯარი იუდას ყველა ციხე-ქალაქში. მცველები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის ქალაქებში, რომელიც მამამისმა ასამ დაიპყრო.
3უფალი იოშაფატთან იყო, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაალები არ უძებნია.
4ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა, და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.
5გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
6გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
7მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.
8თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი.
9მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.
10უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.
11ფილისტიმელთაგან იოშაფატთან მიჰქონდათ ძღვენი და ვერცხლი ხარკად. ასევე არაბებსაც მოჰყავდათ წვრილფეხა საქონელი - შვიდიათასშვიდასი ცხვარი და შვიდიათასშვიდასი თხა.
12თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
13მრავალი საშრომელი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი მაგარი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.
14აჰა, მათი მოვალეობანი მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: თავკაცი ყადნა, მას ჰყავდა სამასიათასი მაგარი ვაჟკაცი.
15მის მერე იყო თავკაცი იეჰოხანანი. მას ორასოთხმოციათასი ჰყავდა.
16მის მერე იყო ყამასია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს, მასთან იყო ორასი ათასი მაგარი ვაჟკაცი.
17ბენიამინს ჰყავდა მამაცი ვაჟკაცი ელიადაყი და მასთან ერთად ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული კაცი.
18მის მერე იყო იეჰოზაბადი და მასთან ერთად ასოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი.
19აჰა, ისინი ვინც მეფეს ემსახურებოდნენ, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა ციხე-ქალაქში რომ ჩააყენა.
Next