თავი - 15
Previous1ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.
2გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
3დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.
4გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.
5იმჟამად არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოოი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში.
6ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.
7თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.
8როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
9შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.
10ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.
11მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.
12აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.
13ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
14ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.
15ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ირგვლივ.
16მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევში დაწვა.
17ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
18შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
19ომი აღარ მომხდარა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.
Next