Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
2თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.
3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
4აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.
5ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.
6დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად დაჰყო.
7გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი.
8ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი.
9შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ხარაში - სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები.
10შიმყის ძენი: იხათი, ზიზა, იეყუმში და ბერიყა. ესენი არიან შიმყის ძენი - ოთხნი.
11იახათი უფროსი იყო, ზიზა - მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.
12კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.
13ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.
14მოსე ღვთისკაცი იყო. მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს.
15მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი.
16გერშომის ძენი: შებუელი - უფროსი.
17ელიყეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია, უფროსი. ელიყეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია. რეხაბის ძენი კი ძალიან გამრავლდნენ.
18იცჰარის ძენი: შელომითი - უფროსი.
19ხებრონის ძენი: იერიაჰუ - უფროსი, ამარია - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამაყი - მეოთხე.
20ყუზიელის ძენი: მიქა - უფროსი, იშია - მეორე.
21მერარის ძენი: მახლი და მუში. მახლის ძენი: ელყაზარი და კიში.
22ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს.
23მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერემოთი - სამნი.
24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
25ვინაიდან თქვა დავითმა: უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი სამარადისოდ.
26აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.
27დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.
28ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
29ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე,
30დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,
31ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,
32რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
Next