თავი - 1
Previous1პავლე, მონაჲ ღმრთისაჲ და მოციქული ქრისტე იესუჲსი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელ არს ღმრთის მსახურებისაჲ,
2სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან უწინარეს ჟამთა საუკუნეთა,
3ხოლო გამოაცხადა ჟამთა თჳსთა სიტყუაჲ იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე ბრძანებითა ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაჲთა,
4ტიტეს, ერთგულსა შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნეობისა, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა.
5ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ:
6რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა.
7რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ,
8არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის,
9სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ.
10რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი,
11რომელთაჲ ჯერ-არს პირსა დაყოფაჲ, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათჳს.
12თქუა ვინმე მათგანმან, თჳსმანვე მათმან წინაწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მჴეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი.
13წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა
14და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მოქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან.
15რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათჳს; ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაჲცა.
16ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ.
Next