თავი - 2
Previous1რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ, მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად
2მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარ-იგი გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი და მონაგებნი მათნი განხრწნნეს.
3ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი მომღერალნი ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა განმზადებულებისა მისისასა და მჴედარნი.
4
5აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ შეიგანთა შორის, ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი წარმრბენელნი.
6და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ სლვასა შინა მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა მათთა.
7ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს.
8და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი მისნი უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.
9და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და იგინი ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი.
10და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი. დამძიმდეს უფროს ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.
11განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ მუჴლთა, და ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი ქოთნისაჲ.
12სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად, სადა ვიდოდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი.
13ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა ლეკუთა თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი ნატაცებითა.
14აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი - და შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და მოვასრულო ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.
Next