Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1აწ შეიზღუდოს ასული ეფრემისი ზღუდისა მიერ; შეწყუდევაჲ განაწესა თქუენ ზედა, კუერთხითა სცემდენ ღაწუთა ზედა ტომთა ისრაჱლისათა.
და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა
2ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა
3და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა
4და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი
5და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა.
6და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა.
7და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი.
8ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.
9და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და წარვწყმიდნე ეტლნი შენნი
10და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ შენდა
11
12და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა.
13და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი
14და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე.
Next