თავი - 17
Previous1და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:
2აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს
3საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.
4და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა
5საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.
6და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.
7და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.
8და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.
9და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
10გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.
11და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.
12და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.
13და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.
14და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.
15და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.
16და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა ყოველთაგან მთავართა მათთა - ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა.
18და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს კუერთხი ერთი, ტომად-ტომად მამათა მათთა მოსცედ.
19და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ.
20და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს.
21და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.
22და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.
23და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.
24და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი.
25და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად სასწაულთა ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ.
26და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს.
27და ეტყოდეს ძენი ისრაჱლისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა, ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით.
28ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულად მოვწყდეთ.
Next