თავი - 14
Previous1
2და იყო დანიელი თანმემცხოვრებელ მეფისა და დიდებულ უფროს ყოველთა მოყვარეთა მისთა.
3და იყო კერპი ბაბილოვნელთაჲ, რომლისა სახელი ბილ. და წარაგებდეს მისა მიმართ თითოეულსა დღესა სემიდალსა გრივსა ათორმეტსა, და ცხოვართა ორმეოცთა, და ღჳნოსა საწყაულსა ექუსთა.
4და მეფე ჰმსახურებდა მას. და მივიდოდა მეფე თითოეულსა დღესა თაყუანის-ცემად მისსა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. და ჰრქუა მას მეფემან: რასათჳს არ თაყვანის-სცემ ბილს?
5ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ არა ვმსახურებ კერპთა ჴელითქმნულთა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, ამგებელსა ცისა და ქუეყანისასა და მქონებელსა უფლებისა ყოვლისა ჴორცისასა.
6და ჰრქუა მეფემან: არ საგონებელ არს შენდა ბილ ყოფად ცხოვლად ღმერთად, ანუ არა ხედავა, რაოდენთა სუამსა და ჭამს თითოეულსა დღესა? და ჰრქვა
7დანიელ განმცინებელმან: ნუ სცთები, მეფე, რამეთუ ესე შინაგანი უკუე თიჴა არსა, ხოლო გარეგანი რვალი. და არა უჭამიეს, არცა უსუამს ოდესმე.
8და განმწყრალმან მეფემან მიუწოდა მღდელთა მისთა და ჰრქუა მათ: არა თუ მითხრათ მე, ვინ არს შემჭმელი წარსაგებელისაჲ ამის, მოჰკუდეთ.
9ხოლო უკეთუ მიჩუენოთ მე, ვითარმედ ბილ შესჭამს ამათ, მოკუდეს დანიელ, რამეთუ გმო ბილის მიმართ. და ჰრქუა დანიელმან მეფეს: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!
10და იყუნეს მღდელნი ბილისნი სამეოცდაათ გარეშე დედათა და შვილთასა, და მოვიდა მეფე დანიელის თანა სახიდ ბილისა.
11და თქუეს მღდელთა ბილისთა, ვითარმედ: აჰა, ჩუენ განვიდეთ გარე, ხოლო შენ, მეფე, დააგე ჭამადი, და ღჳნისა განმზავებელმან დადგი, და დაჰკლიტნე კარნი, და დაბეჭდე ბეჭდითა შენითა,
და მოსრულმან განთიად, უკუეთუ არა ჰპოვნე ყოველნი შეჭმულად ბილის მიერ, მოვჰკუდეთ, ანუ დანიილ მტყუარი ძჳნად ჩუენდა.
და მოსრულმან განთიად, უკუეთუ არა ჰპოვნე ყოველნი შეჭმულად ბილის მიერ, მოვჰკუდეთ, ანუ დანიილ მტყუარი ძჳნად ჩუენდა.
12ხოლო იგინი შეურაცხ-ჰყოფდეს, რამეთუ ექმნაყე ქუეშე ტრაპეზისა დაფარულ შესავალი და მის მიერ შევიდოდეს მარადის, და იგინი სჭამდიან მათ.
13და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი, და მეფემან დაუგო შეჭამადნი ბელსა, და უბრძანა დანიელ ყრმათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი და მოაცურიეს ტაძარსა წინაშე ბელისსა, და გამოსრულთ მეფემან დანიელის თანა კარი დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისათა და წარვიდეს.
14
15ხოლო მღდელნი შევიდეს ღამე წესისაებრ მათისა, შეჭამნეს ყოველნი და შესუეს.
16და იმსთო განთიად მეფემან და დანიელმან მის თანა.
17და ჰრქუა მეფემან: ჰგიანა ბეჭედნი, დანიელო? და თქუა დანიელმან: ჰგიან, მეფე.
18და იყო, ვითარცა განხუმასა თანა კართასა მიმხედველმან მეფემან ტაბლისა მიმართ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დიდ ხარ, ბილ, და არა არს შენ თანა ზაკუად არცა ერთი.
19და განიცინა დანიელმან, და იპყრა მეფესა შესლვად შინა და ჰრქუა: იხილე უკუე იატაკი და ცან, ვისნი არიან კუალნი ესე.
20და თქუა მეფემან: ვხედავ კუალთა მამათასა და დედათასა და ყრმათასა.
21და განრისხებულმან მეფემან შეიპყრნა მღდელნი, და ცოლნი, და შვილნი მათნი, და უჩუენეს დაფარულნი სარკმელნი, რომელთა მიერ შევიდოდეს და განლევდეს ტაბლისზედათა.
22და მოსწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა ბელი საჴელმწიფოდ დანიელს, და დაამჴუა იგი და ტაძარი მისი.
23და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილთა შინა და ჰმსახურებდეს მას ბაბილოვნელნი იგი.
24და ჰრქუა მეფემან დანიილს: აჰა, ესე, არ ძალ-გიც შენ თქმად, ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოედ და თაყუანის-ეც მას.
25და თქუა დანიელმან: უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.
26ხოლო შენ, მეფეო, მომეც ჴელმწიფება და მოვაკუდინო ვეშაპი თჳნიერ მახჳლთა და კუერთხთასა. და ჰრქუა მეფემან: მიგცენ შენ.
27და მოიღო დანიელმან ფისი, და ცმელი, და ბალანი და შეაგბნა ერთბამად, და შექმნა გუნდად, და მისცა პირსა ვეშაპისასა და განიბძარა ვეშაპი იგი. თქუა: იხილეთ სამსახურებელნი თქუენნი.
28და იყო, ვითარცა ესმა ბაბილოვნელთა, შეეწყინავე ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს: ჰურია იქმნა მეფე, ბილი შემუსრა, და ვეშაპი მოკლა და მღდელნი მოსრნა, მოვიდეს
29და თქუეს მეფისა მიმართ: მოგუეც ჩუენ დანიილ, უკუეთუ არა, მოგკლავთ შენ და სახლი შენი იავარ-ვჰყოთ.
30და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.
31ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.
32ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.
33იყო ამბაკომ წინაწარმეტყუელი იუდეასით, და მან შეაგბო გბოლვილი, და შთაანეცუნა პურნი ვარცლსა და განვიდოდა ველად მირთუმევად მომკალთა.
34და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ამბაკუმს: მიართუ სამხარი, რომელი გაქუს ბაბილონად დანიელს მღჳმესა მას შინა ლომთასა.
35და თქუა ამბაკომმან: უფალო, ბაბილონი არ მიხილავს და მღჳმე იგი არ ვიცი.
36და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თხემისა მისისა და მტჳრთველმან თმითა თავისა მისისათა დადვა იგი ბაბილონს მღჳმესა ზედა და განკრთომილებასა შინა სულისა მისისასა.
37და ჴმა-ყო ამბაკუმ მეტყუელმან: დანიელ, დანიელ, მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან.
38და ჰრქუა დანიელმან: რამეთუ მომიჴსენე, მე, ღმერთო, და-არც-უტევენ მოყუარენი შენნი.
39და აღდგომილმან დანიელმან ჭამა, ხოლო ანგელოზმან ღმრთისამან კუალად-აგო ამბაკუმ მეყსა შინა ადგილსა ზედა თჳსსა.
40ხოლო მეფე მოვიდა დღესა მეშჳდესა გოდებად დანიილისსა და მივიდა მღჳმესა ზედა და შთაიჭჳრა, და, აჰა, დანიელ მჯდომარე.
41და მღაღადებელმან მეფემან ჴმითა დიდითა თქუა: დიდ ხარ შენ, უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს თჳნიერ შენსა. და აღმოიქუეს იგი მღჳმისაგან.
42ხოლო მიზეზნი წარწყმედისა მისისანი შთათხინნა მღჳმედ და შეიჭამნეს მეყსეულად წინაშე მისსა.
43მაშინ თქუა მეფემან: რაჲთა დაამტკიცონ ყოველთა დამკჳდრებულთა ყოვლისა ქუეყანისათა ღმერთი დანიელისი, რამეთუ იგი არს მაცხოვარი და მოქმედი ნიშებთა საკჳრველთა ქუეყანასა ზედა, რომელმან განარინა დანიელ მღჳმისაგან ლომთასა.
Next