Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.
2შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,
3რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
4ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.
5აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.
6რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
7გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.
8და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
9და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
10დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,
11მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
12გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
13ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,
14ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
15განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.
16ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
17და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.
18და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
19ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.
20ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
21ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.
22ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.
23განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.
24ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას.
25ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
26კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.
27კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.
28იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
29მისცა მიწასა პირი თჳსი, უკუეთუ არს სასოება თმენისა.
30მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,
31ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან,
32რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.
33არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი.
34ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,
35განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა,
36დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა.
37მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო.
38პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი.
39რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.
40ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ.
41აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა.
42ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.
43სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე.
44ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად,
45სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა,
46ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა,
47შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა.
48გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა.
49აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,
50ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით.
51თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა.
52სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა.
53მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.
54ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.
55კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა.
56ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა.
57შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ.
58რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.
59იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი.
60იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა.
61სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა.
62ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ,
63დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.
64თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ,
65საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა.
66შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო.
Next