თავი - 9
Previous1ესე პირველ სუ, ადრე სუ, სოფელო ზაბულონისო, ქუეყანაო ნეფთალემისო, გზამან ზღჳსამან და სხვათა, რომელნი ზღჳსკიდესა მკჳდრ არიან და წიაღ იორდანესა გალილეამან წარმართთამან, კერძოთა იორდანისათა,
ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.
ერმან მავალმან ბნელსა შინა იხილე ნათელი დიდი, დამკჳდრებულნი სოფელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი განბრწყინდა თქვენ ზედა.
2უმრავლესი ერისა შთაიყვანე შუებით. და იშვებდენ შენ წინაშე, ვითარცა შუებულნი სალეწავსა ზედა და ვითარსახედ განმყოფელნი ნატყუენავისანი
3მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,
4რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,
5რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
6რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.
7სიკუდილი მოავლინა უფალმან იაკობისა ზედა; და მოვიდა ისრაჱლსა ზედა.
8და ცნას ყოველმან ერმან ეფრემისმან და მსხდომარეთა სამარიას შინა, გინებისა მიერ და მაღლისა გულისა მეტყუელთა.
9ალიზნი დაეცნეს, არამედ მოვედით გამოვდალაბრნეთ ქვანი და მოვკუეთნეთ ლეღუსულელნი და ნაძვნი და ვიშენოთ თავისა თვისისა გოდოლი.
10და დააკუეთნეს ღმერთმან ზედააღდგომილნი მთასა ზედა სიონსა მას ზედა და მტერნი იუდაჲსნი განაქარვნეს.
11ასურნი მზისა აღმოსავალთათ და ელლენნი - მზისა დასავალთათ, რომელნი შეშჭამენ ისრაელსა ყოვლითა პირითა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა ჩემი, არამედ მერმეცა ჴელი მაღალი.
12და ერი არა მოიქცა, ვიდრემდის იწყლა, და უფალი არა გამოიძიეს.
13და მოსპობს უფალი ისრაელისაგან თავსა და ბოლოსა, დიდსა და მცირესა, ერთსა შინა დღესა:
14მოხუცებული და რაჲთა დაუკჳრდებოდიან პირნი, ესე არს დასაბამი და წინასწარმეტყველი, მასწავლელი უშჯულოთაჲ, ესე არს ბოლოჲ.
15და იყვნენ მნატრელნი ამის ერისანი მაცთუნებელნი და აცთუნებდენ, რაჲთა შთანთქნენ იგინი,
16ამისთჳის ჭაბუკთა მათთა ზედა არა იშუებდეს ღმერთი, და ობოლნი მათნი და ქურივნი მათნი არ შეიწყალნეს, რამეთუ ყოველნი უშჯულო და უკეთურ, და ყოველი პირი იტყჳს ცრუთა, ამათ ყოველთა ზედა არა გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
17და აღეტყინოს, ვითარცა ცეცხლი, უშჯულოებაჲ და, ვითარცა კლერტი, ჴმელი, შეიჭამოს ცეცხლისა მიერ. და აღეტყინოს დასოთა შორის მაღნარისათა, და თავად შეჭამნეს გარემონი ბორცუთანი ყოველნი.
18გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა თანა დაიწვას ქვვყანაჲ სრული, და იყოს ერი, ვითარცა შემწუარი ცეცხლისა მიერ-კაცმან ძმა თვისი არ შეიწყალოს,
19არამედ მიაქციოს მარჯვენით კერძო, რამეთუ ჰშიოდის და ჭამოს მარცხენითგან და ვერ განძღეს კაცი მჭამელი ჴორცთა მკლავისა თვისისათა, რამეთუ ჭამდეს მანასი ეფრემისსა და ეფრემ მანისისსა,
20რამეთუ ერთბამად მოადგენ იუდასა. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.
Next