Eleos

Contents

თავი - 64

Previous
1უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.
და დადნენ, ვითარცა ცჳლი დადნების ცეცხლისაგან; და შეწუნეს ცეცხლმან წინააღმდგომნი და საჩინო იყოს სახელი უფლისაჲ წინააღმდგომთა შორის, პირისაგან შენისა წარმართნი შეშფოთნენ.
2ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი.
3საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა,
4რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით
5და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით, ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ
6და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს.
7და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე ჴელთა შენთა ყოველნი.
8ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი.
9ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ იქმნა იერუსალიმი,
10საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი დაეცნეს.
11და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და დამამდაბლენ ჩუენ ფრიად.
Next